logo
ENG



თბილისში, ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე მამაკაცი თავს დაესხა - დაშავებულია 2 ადამიანი

16 ივნ 202209:16
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე ტრანსგენდერ ქალებს 20-მდე მამაკაცი თავს დაესხა. დაშავებულია ორი ადამიანი.

ერთ-ერთი მათგანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ტრანსგენდერები ჰყვებიან, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდნენ.

"დაგვიშინეს შუშის ბოთლები, ქვები და ამ დროს, ჩვენმა ტრანსგენდერმა მეგობარმა მიიღო დაზიანება შუშის ბოთლით, გავიქეცით პოლიციას ვეძახეთ, თუმცა პოლიციის მხრიდან რეაგირება იყო ნული", - უყვება ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი ფორმულას.

ფორმულა შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა უწყება მომხდართან დაკავშირებით დეტალებს არკვევს.


close დახურვა