logo
ENG



გაგლოევმა ოკუპირებული ცხინვალის "რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის" ჩატარება შეაჩერა

31 მაი 202200:15
3 წუთის საკითხავი
clock 1188
2022/05/31/dzn19nbv256u9ob.png

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა "რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის" ჩატარება დროებით შეაჩერა. შესაბამისი "განკარგულება" გაგლოევის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ე.წ. პრეზიდენტმა გასცა განკარგულება, რომ ოფიციალურ მოსკოვთან დაიწყოს კონსულტაციები მთელ რიგ საკითხებზე, რომლებიც "რესპუბლიკის შემდგომ ინტეგრაციას" შეეხება.

ე.წ. დოკუმენტში წერია, რომ კონსულტაციების დასრულებამდე "რეფერენდუმი" არ ჩატარდება. გაგლოევის გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ცხინვალში უნდა შეიქმნას დელეგაცია, რათა ხსენებული კონსულტაციები დაიწყოს, ხოლო დელეგაციის შემადგენლობაში შევა - თავად ე.წ. პრეზიდენტი, "პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრი და პრეზიდენტის მრჩეველი".

"კონსულტაციების დასრულებამდე შეჩერდეს სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის [ანატოლი ბიბილოვის] განკარგულება, რომელიც მიმდინარე წლის 13 მაისით არის დათარიღებული და რეფერენდუმის ჩატარებას ეხება", - წერია ე.წ. დოკუმენტში.

13 მაისს, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის" ჩატარებას ხელი მოაწერა. ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა ჩატარებულიყო. ბიბილოვმა განაცხადა, რომ "დადგა დრო ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდეთ. გავხდეთ უფრო ძლიერები ამ უკვე ოფიციალურ კავშირში. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი იქნებიან ერთად. ეს არის ახალი დიდი ისტორიის დასაწყისი". 


close დახურვა