logo
ENG



ბიბილოვმა ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან მიერთების ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა

13 მაი 202221:49
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების "რეფერენდუმის" ჩატარებას ხელი მოაწერა. ინფორმაცია ბიბილოვის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დე ფაქტო რეფერენდუმი 17 ივლისს უნდა ჩატარდეს.

"ვხელმძღვანელობ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოსახლეობის მისწრაფებით რუსეთთან შეერთებისკენ, ვადგენ: დაინიშნოს რეფერენდუმი "მხარს უჭერთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მიერთებას რუსეთთან?", - წერია განცხადებაში.

ე.წ. დადგენილება ძალაში შევიდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა ყველა საბუთი, რომელიც "რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების" შესახებ ე.წ. რეფერენდუმს ეხება. როგორც ე.წ. ცესკოს განცხადებაში წერია, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია "რესპუბლიკის კანონებს შეესაბამება". ამის შემდეგ ბიბილოვმა განაცხადა, რომ "დადგა დრო ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდეთ. გავხდეთ უფრო ძლიერები ამ უკვე ოფიციალურ კავშირში. რუსეთი და სამხრეთ ოსეთი იქნებიან ერთად. ეს არის ახალი დიდი ისტორიის დასაწყისი". 

 

 


close დახურვა