logo
ENG



იორდანიაში ვიზიტისას ღარიბაშვილთან ერთად ბიზნესმენი დავით ხიდაშელიც იმყოფებოდა

31 მაი 202200:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/31/f73f2bre6bubh8t.jpg

იორდანიაში ვიზიტის დროს, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ბიზნესმენი და ე.წ კარტოგრაფების საქმის ოქროს მოწმე დავით ხიდაშელიც იმყოფებოდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქსა და იორდანიის მართლმადიდებელი ეკლესიის არქიეპისკოპოსს ხვდება, კადრში დავით ხიდაშელიც ჩანს. საქართველოს დელეგაციაში ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

დელეგაცია იორდანიაში 28-29 მაისს იმყოფებოდა, რა დროსაც საქართველოს მდინარე იორდანესთან მიწის ნაკვეთი გადაეცა.


close დახურვა