logo
ENG



ბორჯომის ორივე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

31 მაი 202210:29
3 წუთის საკითხავი
clock 1620

ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ. მათ შორის ისინიც, ვინც ახალ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

800-მდე დასაქმებული ახლა მენეჯმენტისგან კონკრეტულ მოთხოვნებზე ელოდება პასუხს. ისინი გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენას, ძველი ხელშეკრულებით მუშაობის გაგრძელებას, სახელფასო დავალიანების დაფარვას, ასევე ზეწოლასა და შანტაჟში შემჩნეული ცალკეული ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.

გაფიცულებმა კარვები გაშალეს და გრძელვადიანი პროტესტისთვის ემზადებიან.

"დილის ექვსი საათიდან სრულმასშტაბიანი გაფიცვა განხორციელდა როგორც პირველ, ასევე მეორე ქარხანაში. ორივე ქარხანა პარალიზებულია და არ ფუნქციონირებს", - ამბობენ პროფკავშირებში.

თანამშრომლები ამბობენ, რომ ქარხანაში დილიდან იმყოფება კომპანიის გენერალური დირექტორი, ივანე მაჭავარიანი. მუშები მზად არიან, მას შეხვდნენ და კიდევ ერთხელ ესაუბრონ პირობებზე.

ომისა და სანქციების გამო ბორჯომმა მუშაობა 29 აპრილს შეაჩერა. IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია

ქარხნებში 1000 ადამიანია დასაქმებული. წარმოების შეჩერების შემდეგ კომპანიამ მათ ახალი სახელფასო პირობები შესთავაზა - თანამშრომლებს ანაზღაურება გაუნახევრდათ, ასევე, ზეგანაკვეთურ შრომაში ნაცვლად არსებული 140%-ისა, 125%-ს მიიღებენ. 

კომპანია ბორჯომმა 49 თანამშრომელი, რომლებმაც ახალ პირობებს ხელი არ მოაწერეს, სამსახურიდან გაათავისუფლა. 


close დახურვა