logo
ENG



23-29 მაისს კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

31 მაი 202214:17
3 წუთის საკითხავი
clock 1466
23-29 მაისს კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

23 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 575 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ პერიოდში ჩატარდა 104 996 ტესტი, 7 დღიანი დადებითობის მაჩვენებელია 0,55%.

NCDC-ის ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსით გარდაიცვლაა 16 828 ადამიანი.


close დახურვა