აქტივისტ გიორგი მჟავანაძის საქმეზე პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. სხდომაზე მოწმეების დაკითხვა განახლდება. მხარეებმა დასკვნითი სიტყვაც უნდა წარმოთქვან. ამის შემდეგ, მოსამართლე განაჩენის გამოსატანად გავა. სირცხვილიას აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მჟავანაძე პოლიციამ 17 მაისს დააკავა. ის ყვება, რომ ჯარიმის გადახდის დროს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელები სიტყვიერად და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გიორგი მჟავანაძის სასამართლო დღეს გაიმართება
01 ივნ 202211:19
3 წუთის საკითხავი