logo
ENG



სასამართლომ გიორგი მჟავანაძე დამნაშავედ ცნო და 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

05 აგვ 202215:08
3 წუთის საკითხავი
clock 818
2022/08/05/tkwsmp3b9xmzrsf.png

თბილისის საქალაქო სასამართლომ სირცხვილიას დირექტორი გიორგი მჟავანაძე დამნაშავედ ცნო და მას 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მას შსს პოლიციის მიერ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის საფუძველზეც გიორგი მჟავანაძე სამართალდამრღვევად ცნეს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დღეს გამოიტანა.

გიორგი მჟავანაძე ყვებოდა, რომ 15 მაისს პოლიციაში წერილის გადასაცემად დაიბარეს, 17 მაისს კი როდესაც განყოფილებაში გამოცხადდა, მასზე პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკურად იძალადეს, რის შემდეგაც ის დაუმორჩილებლობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდების დააკავეს.

გიორგი მჟავანაძის საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება აქვს დაწყებული.


close დახურვა