თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაცია ფორმულას თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამომძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
47 წლის ილია ელოშვილი 2017 წლიდან თბილისის მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობს. 2012-2016 წლებში კი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე იყო.