logo
ENG



წულუკიანი: EPP-ის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი

01 ივნ 202217:13
3 წუთის საკითხავი
clock 1262

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიზანია, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი.

"მათი [ნაციონალური მოძრაობის] მთავარი მიზანი, მათ შორის EPP-ის მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი. იმ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს მისჯილი გარკვეული ოდენობა წლებისა საპატიმროში მოსახდელად, ვგულისხმობ პატიმარ სააკაშვილს, EPP კვლავ მიიჩნევს დიდ დემოკრატად, ამ დროს, ეს არის ადამიანი, რომელიც რუსთაველის გამზირზე არბევდა ჩვენს ხალხს, სცემდა, აწამებდა ციხეებში პატიმრებს", - ამბობს წულუკიანი.

გუშინ, ევროპის სახალხო პარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში არაფორმალურმა და ოლიგარქიულმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია გამოიწვია.

EPP-ის განცხადებაში საუბარია გვარამიას და სააკაშვილის პატიმრობაზე და ნათქვამია, რომ გვარამიას პატიმრობა კიდევ უფრო უსვამს ხაზს საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.


close დახურვა