logo
ENG



EPP: საქართველოში ოლიგარქიულმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია გამოიწვია

31 მაი 202200:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/31/3s22zt3tv5vmcy4.jpg

ევროპის სახალხო პარტია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში არაფორმალურმა და ოლიგარქიულმა მმართველობამ დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზია გამოიწვია.

EPP განცხადებაში საუბარია გვარამიასა და სააკაშვილის პატიმრობაზე და ნათქვამია, რომ გვარამიას პატიმრობა კიდევ უფრო უსვამს ხაზს საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ამასთან, პარტია საქართველოს ხელისუფლებას შეახსენებს პასუხისმგებლობას მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე.

"ვროპის სახალხო პარტია ბოლო წლებში დიდი შეშფოთებით აკვირდება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციას. ქვეყანაში არაფორმალურმა, ოლიგარქიულმა მმართველობამ ძირი გამოუთხარა კარგ მმართველობას და დემოკრატიული მათ შორის დამოუკიდებელი სასამართლოს, მედიის თავისუფლების, პოლიტიკურად თანაბარი პირობების და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მუდმივი ეროზია გამოიწვია.

გასამართლება, დაპატიმრება და შემდგომი არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა, მათ შორის, აუცილებელ სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა, ცილისმწამებლური პროპაგანდა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოს ისტორიაში დემოკრატიულად არჩეული მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ, ამ ტენდენციების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია.ნგამოჩენილი მედიამენეჯერის ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა კიდევ უფრო უსვამს ხაზს საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საფრთხეს და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიტყვის სივრცის შემცირებას.

EPP ყოველთვის იდგა საქართველოს დემოკრატიული გზის და ევროატლანტიკური მომავლის ავანგარდში. სამწუხაროა, რომ საქართველომ, ოდესღაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერმა დაკარგა ძნელად მოპოვებული დემოკრატიული მიღწევები და კვლავ ჩნდება ეჭვები მის ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით. სამივე ასოცირებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება საქართველოს ევროპული გზისადმი - გზა, რომელიც მკაფიოდაა არჩეული ქართველი ხალხის უმრავლესობის მიერ.

EPP შეახსენებს საქართველოს ხელისუფლებას მათ სრულ პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. საქართველოს მთავრობის უარი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და სააკაშვილის ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ადეკვატური მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის გადაყვანაზე - ასევე, უფრო ფართოდ, რადგან ხელისუფლების მიერ სასამართლო სისტემის შეიარაღება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, სერიოზულად უთხრის ძირს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

EPP რჩება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის ერთგული"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პარტია ნაციონალური მოძრაობის რეკომენდაციით ავრცელებს.


close დახურვა