logo
ENG



ვილი სანიოლი: მსურს, ივნისში 4, ხოლო სექტემბერში 2 თამაში მოვიგო

01 ივნ 202220:03
3 წუთის საკითხავი
clock 2354
2022/06/01/2tasdv94ojwe66j.jpg

ხვალ, 2 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ახალ ციკლს იწყებს. დინამო არენაზე ქართველები გიბრალტარს უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მატჩისწინა ტრადიციული პრესკონფერენცია ფეხბურთელ გიორგი აბურჯანიასთან ერთად გამართა.

საქართველოს ნაკრების ახალი ბრენდი

ვილი სანიოლი: ახალი ბრენდის შექმნა ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება იყო. ბევრის თქმა ამ თემაზე არე შემიძლია, ცხადია, მოედანზე ეს ყველაფერი ვერ დაგვეხმარება, თუმცა, ძლიერი იდენტობა და მის გარშემო ნაკრების გაერთიანება ძალიან სასარგებლოა ჩვენი გუნდისთვის.

ქვილითაიას და ოქრიაშვილის დანაკლისი

ვილი სანიოლი: ოქრიაშვილი და ქვილითაია ივნისის მატჩებს ტრავმის გამო გამოეთიშნენ. ათი გამოძახება იმას ნიშნავს, რომ ისინი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან. მათ მალე დაბრუნებას ვუსურვებ, რადგან სექტემბრის 2 მატჩისთვის ნაკრებში მათ დაბრუნებას ვისურვებდი.

ჩრდილოეთ მაკედონია, როგორც უხერხული მეტოქე

ვილი სანიოლი: თანამედროვე ფეხბურთში სუსტი გუნდები აღარ არსებობენ. გიბრალტარი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი - ეს გუნდები საკმაოდ ორგანიზებულად თამაშობენ და მათთან გამკლავება ბევრ მაღალი დონის მოწინააღმდეგეს უჭირს. შესაბამისად, მათთან თამაშის წინ გუნდში მოტივაციის პრობლემა არ არის. მომდევნო 10 დღეში 4 შეხვედრა გვაქვს გასამართი - ამიტომ, თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად, თანაბარი ყურადღებით მივუდგებით.

შთაბეჭდილებები შეკრებიდან, ნაკრების გეგმა ივნისში

ვილი სანიოლი: 6 დღეა ვვარჯიშობთ, შესაბამისად, უამრავ რამეზე დაკვირვების საშუალება მომეცა. არსებობს გარკვეული სხვაობები ფიზიკურ მომზადებაში. ზოგიერთ მოთამაშეს 4-5 კვირის განმავლობაში რეგულარულად თამაშის საშუალება არ ჰქონია. სასურველია, მაქსიმალურად ბევრი ფეხბურთელის სათანადო კონდიციამდე მიყვანა, რათა სამწვრთნელო შტაბს ტაქტიკური ვარირების საშუალება ჰქონდეს. მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად ყველა ფეხბურთელის დამოკიდებულება მწვრთნელების მომზადებულ პროგრამასთან დაკავშირებით პოზიტიურია.

ხვალისთვის შერჩეული შემადგენლობა თამაშისთვის ბოლომდე მზად იქნება. რაც შეეხება გეგმას, მსურს ივნისში 4, ხოლო სექტემბერში 2 თამაში მოვიგო.

დეტალები კიტეიშვილზე, ჩაკვეტაძესა და მიქაუტაძეზე

ვილი სანიოლი: კიტეიშვილსა და ჩაკვეტაძეს ბოლო პერიოდში ბევრი არ უთამაშიათ. თუმცა, მათ ორი განსხვავებული პრობლემა ჰქონდათ. კიტეს სერიოზული ტრავმა ჰქონდა, ჩაკვეტაძემ კი თითქოს თავდაჯერება დაკარგა და ჰამბურგში მწვრთნელთან კომუნიკაცია გაუჭირდა. მე მჯერა, რომ ორივე მათგანს ჩვენი დახმარება შეუძლია. გუნდის წარმატებაში კონტრიბუცია ხანდახან 10 წუთით შეგიძლია, ხანდახან 90 წუთით. ყველა მათგანს შესაბამის როლს მოვუძებნით. ჟორჟზე საუბრის საშუალება ჩვენ მარტშიც გვქონდა. მას კარიერის საუკეთესო მონაკვეთი მაშინ ნამდვილად არ ჰქონია. ვარჯიშებზე კონცენტრირებისა და 100%-ის გაღების პრობლემაც იყო.

მინდა გითხრათ, რომ შეკრებაზე ჩამოსული ჟორჟი რადიკალურად განსხვავებული მოთამაშეა 6 თვის წინანდელ ვერსიასთან შედარებით. ახლა მას წუთები სჭირდება, რათა ყველას დაანახოს შესაძლებლობები და ის, თუ რამდენად მოტივირებულია. ცხადია, მას მე-4 თამაშამდე არ ვალოდინებ

 

გიორგი აბურჯანია: 

საქართველოში თამაში განსაკუთრებულია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც გულშემატკივრებს ჩვენი სჯერათ. მათ მხარდაჭერასა და იმედს ვგრძნობთ.

2 გასვლითი შეხვედრა კონკურენტებთან - შეფასება

არ შემიძლია ამის შეფასება. უბრალოდ, კალენდარი ასეთია. ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის მოკლე მანძილია, თვითმფრინავში თამაშებს შორის ნაკლები დროის გატარება მოგვიწევს, ეს ნამდვილად კარგია. ვეცდებით, მოცემულობების შესაბამისად მოვახდინოთ ადაპტირება.

გუნდის მენტალურ მდგრადობაზე

  1. ვიცით, გიბრალტარი როგორ თამაშობს. ისინი ძირითადად უკან იხევენ და მთელი გუნდით თავს იცავენ.  ვეცდებით, ჩვენი თამაში ვითამაშოთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მატჩის საწყისი მონაკვეთი, გვინდა ტემპითა და ინტენსივობით შევუტიოთ. დარწმუნებული ვარ, გუნდი სწრაფი გოლის გატანის გარეშეც შეინარჩუნებს სიმშვიდეს და შედეგის მისაღებად ბოლომდე ითამაშებს.

close დახურვა