logo
ENG



პრემიერი: 9 წელია გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

06 ივნ 202214:05
3 წუთის საკითხავი
 
პრემიერი: 9 წელია გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო ბოლო 9 წელია არის გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. 

ღარიბაშვილის თქმით, "ეს არ არის გაზვიადებული შეფასება" და ევროპელი, ასევე ამერიკელი კოლეგებისა და ორგანიზაციების შეფასებით, საქართველო უკრაინასა და მოლდოვას შორის, ყველა პარამეტრით წინაა. 

"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, საქართველო ბოლო 9 წელია არის გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. მეტიც, ჩვენ გავაფორმეთ ე.წ მემორანდუმი, შეთანხმება და გამოიყო ასოცირებული ჯგუფი, ასოცირებული ტრიო საქართველო-მოლდოვა-უკრაინის სახით. ამ ასოცირებულ ტრიოს შორის საქართველო უპირობო ლიდერია ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით, მიღწევებით - ეს არ არის გაზვიადებული შეფასება, ეს არის ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების, ძალიან ბევრი საერთაშორისო ინსტიტუტების და ორგანიზაციების შეფასება, რომ საქართველო ამ ქვეყნებს შორის, ყველა პარამეტრით წინაა", - ამბობს ღარიბაშვილი. 


close დახურვა