
ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ EPP-ში არის გაწევრიანებული ორი დანაშაულებრივი გაერთიანება - ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო. აქედან გამომდინარე, მათ წევრობას აქვს გავლენა. სამწუხაროდ, ცნობილია, რომ EPP მოქმედებს არასწორი პრინციპით. ეს პრინციპია - "ეს არის ცუდი ბიჭი, მაგრამ არის ჩემი ცუდი ბიჭი". ეს არის ცნობილი, აპრობირებული მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში. EPP-ისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელი. ნაცმოძრაობაზე იციან, რომ არის ცუდი ბიჭი, მაგრამ არის მათი ცუდი ბიჭი, უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ მათი დამნაშავეები არიან.