logo
ENG



დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც რუსეთი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს აღარ შეასრულებს

07 ივნ 202219:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/07/4rrpsf76vcbv49y.jpg

რუსეთის დუმამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი უარს ამბობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულებაზე.

საუბარია 2022 წლის 15 მარტის შემდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე (რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ევროპის საბჭოდან გარიცხვის დღიდან).

გარდა ამისა, სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კომპენსაციის გადახდა მოხდება მხოლოდ რუბლით და რუსული ბანკების ანგარიშებზე.

ამასთან, რუსეთის გენერალურ პროკურატურას სტრასბურგის მხრიდან დაკისრებული ფულადი კომპენსაციის გადახდა 2023 წლის 1-ელ იანვრამდე შეეძლება.

რუსეთის დუმის სპიკერი ამბობს, რომ ადამიანის უფლებთა ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები, პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის კონსტიტუციას. 

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გახდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღი დასავლელი პოლიტიკოსებისთვის. მისი ზოგიერთი გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციას, ჩვენს ღირებულებებსა და ტრადიციებს", - ამბობს რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი.


close დახურვა