logo
ENG



საგურამოში სეტყვისა და უხვი ნალექის გამო დაიტბორა სახლები, გზები, განადგურდა მოსავალი

07 ივნ 202220:22
3 წუთის საკითხავი
clock 1247

საგურამოში სეტყვისა და უხვი ნალექის გამო დაიტბორა სახლები, ავტომობილები, ამ დროისთვის გზებზე გადაადგილება შეფერხებულია.

ადგილობრივების თქმით, მოსავალი სრულად განადგურებულია.

"სეტყვა ძალიან დიდხანს გაგრძელდა, სადღაც 40 წუთი. ნიაღვარი მოვარდა, ყველაფერი გაანადგურა"- ამბობს ადგილობრივი.

ადგილზე იმყოფება მცხეთის მერი, დიმიტრი ზურაბიშვილიც. რაც შეეხება ზარალს, მერიის წარმომადგენლების თქმით, ჯერ უნდა დასრულდეს გაწმენდითი სამუშაოები, დაითვალოს ზარალი და ამის შემდეგ გადაწყდება, თუ რა ტიპის დახმარებას გაუწევს მუნიციპალიტეტი ადგილობრივ მოსახლეობას.

"ზარალზე ვერაფერს გეტყვით. ამ სიტუაციაში ზარალზე საუბარი ნაადრევია. გავწმინდოთ, მანქანები გავუშვათ და მერე დავითვლით ზარალს"- ამბობს მერი.


close დახურვა