
დუმაში ერთიანი რუსეთის დეპუტატი ევგენი ფედოროვი ლიეტუვის დამოუკიდებლობის აღიარების უკან გაწვევას მოითხოვს. მან შესაბამისი კანონპროექტი დუმაში უკვე შეიტანა.
ინფორმაციას ამის შესახებ Ria Novosty ავრცელებს.
ფედოროვი ამბობს, რომ სსრკ-ს სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებული დადგენილება უკანონოა, რადგანაც არაკონსტიტუციური ორგანოს მიერ და სსრკ-ს კონსტიტუციის რიგი მოთხოვნების დარღვევით არის მიღებული. მისივე მოსაზრებით, ლიეტუვაში სსრკ-დან გასვლის რეფერენდუმი არ ჩატარებულა და არ იყო დადგენილი გარდამავალი პერიოდი საკამათო საკითხების განსახილველად. კანონპროექტში აღნიშნულია ისიც, რომ რუსეთი სსრკ-ს სამართალმემკვიდრეა.