უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად რჩება.
"ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა, ძალიან რთული. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომის განმავლობაში. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ამ მიმართულებას იცავს. მრავალი თვალსაზრისით, იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი", - ამბობს ზელენსკი.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ რუსი ოკუპანტები გეგმავენ, ოკუპირებული რეგიონების, მათ შორის საქართველოს რეგიონების საფეხბურთო გუნდები ფსევდოჩემპიონატისთვის გააერთიანონ.
"ოკუპანტებმა გამოაცხადეს აბსოლუტური გიჟური ამბავი, ისინი ემზადებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან - დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ხერსონიდან, მელიტოპოლიდან, ყირიმიდან და საქართველოს ნაწილიდანაც კი, საფეხბურთო კულბები ფსევდო ჩემპიონატისთვის გააერთიანონ", - აღნიშნავს ზელენსკი.
მან ამ გადაწყვეტილებას უკრაინელი ხალხის "დაცინვა" უწოდა.
პრეზიდენტის თქმით, ამ ტერიტორიებისთვის და ქალაქებისთვის ნორმალური ცხოვრება მხოლოდ უკრაინის, მისი კანონისა და დროშის დაბრუნებას ნიშნავს.