არის თუ არა ქვეყნის კიდევ ერთი დაუძლეველი პრობლემა ბავშვებზე ძალადობა ბაღებში - სოციალურ ქსელში შემზარავი კადრები გაავრცელა 5ც. მასალაში ჩანს, რომ ბავშვს რამდენიმე თანატოლი ფიზიკურად უსწორდება, ოთახში ამ დროს პედაგოგი არაა. ოჯახი სარჩელს ამზადებს და ამბობს, რომ ბავშვი თავდასხმის მსხვერპლი ადრეც გამხდარა.