logo
ENG



ბათუმში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

10 ივნ 202214:26
3 წუთის საკითხავი
clock 675

ბათუმში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. ინფორმაცია ფორმულასთვის გახდა ცნობილი. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და იარაღიდან ისროლა. 

როგორც ცნობილია, მან მძევლების აყვანა სცადა, თუმცა თანამშრომლებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. 

თანამშრომლები ამობენ, რომ თავდამსხმელი 25 წლამდე ახალგაზრდა კაცია. მან თანხის წაღება ვერ მოახერხა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.


close დახურვა