logo
ENG



პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები 20 ივნისს კონტრაქციით იმუქრებიან

14 ივნ 202213:51
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/14/ymmm5p6epuj8pzr.png

პრორუსული, პროპუტინური, ძალადობრივი ორგანიზაცია ალტ-ინფო 20 ივნისს კონტრაქციით იმუქრება. 

ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, კოკა მორგოშიას თქმით, იმ შემთხვევაში გავლენ აქციაზე "თუ პროვოკაციები" იქნება.

"ივნისის 20-დან 24-მდე იგეგმება 2 თუ 3 აქცია, როგორც გვაქვს ინფორმაცია და არის ალბათობა, რომ ორგანიზატორებმა სიტუაცია ესკალაციისკენ წაიყვანონ. 20 ივნისს ვაპირებთ ლოკაციებზე შორიახლოს ყოფნას ჩვეულებრივად. არსად კონკრეტულად არ გავდივართ, რომ ვინმემ რაღაცა პროვოკაცია არ დაგეგმოს. თუ აქცია ჩატარდება ექსცესების გარეშე, ჩვენც ჩვეულებრივად, როგორც ვიკრიბებით ხოლმე, ისე დავიშლებით"- თქვა მორგოშიამ ტვ პირველთან.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რა შემთხვევაში იმოქმედებენ, რაზეც მორგოშიამ უპასუხა:

"უნდა მოხდეს დაახლოებით 20 ივნისის სცენარი, როდესაც ვნახავთ, რომ ძალოვან სტრუქტურას და სახელმწიფო სტრუქტურებს ესხმიან ნაციონალური მოძრაობა და მათი ანასხლეტები. ჩვენ პოლიციის დაცვა არ ვართ, იმედი გვაქვს, რომ პოლიციას დაცვა არ დასჭირდება, მაგრამ თუ ამ ქვეყანას დასჭირდება, მხოლოდ პოლიციის იმედად არ ვიქნებით"- თქვა მორგოშიამ.

"შინ ევროპისკენ!" - ამ სახელწოდებით, მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით, 20 ივნისს, 20:00 საათზე თბილისში მარში გაიმართება.

მათი ცნობით, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 21:00 საათზე კი აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.


close დახურვა