
საიდან მოვიდა აზრი, რომ 17 ივნისს მიიღება უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ვიდრე 22-23 ივნისს?
17 ივნისს იგზავნება რეკომენდაცია ევროკომისიისგან, რომელიც 16-ში ვერანაირად ვერ შეიცვლება. რაც შეეხება მთავარ გადაწყვეტილებას, ის მეტწილად პოლიტიკურია და შეიძლება სულაც ცვლიდეს რეკომენდაციას და ამის მაგალითიც ყოფილა - საბერძნეთი.
16-ის აქცია 17-ში მისაღებ გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის, ხოლო 20-ის აქციას შეუძლია 17-ში მიღებული გადაწყვეტილებაც შეცვალოს, შესაბამისად შინაარსობრივის გარდა, ტექნიკურად უკეთესი თარიღიცაა სასიკეთო ცვლილების პერსპექტივის გათვალისწინებით.
რაც შეეხება 16-ის შინაარსს, ვფიქრობ, პრეზიდენტს ბევრად ბერკეტი ჰქონდა ჯერ რეზოლუციის, შემდეგ კი რეკომენდაციის ტექსტზე ზემოქმედების მოსახდენად, ვიდრე აქციაა.
აქციას სამოქალაქო საზოგადოება იმიტომ ვატარებთ, რომ სხვა არც არანაირი ბერკეტი გვაქვს ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე ზემოქმედების, ესაა ჩვენი მაქსიმუმი.
პრეზიდენტის მაქსიმუმი კი "მაინც ცოტა ზევით" არის. მას შეეძლო დაედო ვეტო იმ კანონებზე, რომელიც საკუთარ გამოსვლაში კრიტიკულად მოიხსენია, ევროინტეგრაციას გვაშორებსო... შეეძლო უმაღლეს საბჭოში თავისუფალი მოსამართლის დანიშვნა, აქვს შეწყალების ბერკეტიც...
პრეზიდენტი, რომლის მიზანი და ამოცანა ევროინტეგრაცია და მოსახლეობის ამ მისწრაფების გარშემო კონსოლიდაციაა, ჯერ ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებდა, შემდეგ კი 20 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებულ აქციას შემოუერთდებოდა ალტერნატიული, დამყოფი თარიღის პრეზენტირების ნაცვლად.
არც ახლაა გვიან, შეუძლია გააუქმოს 16-ის აქცია და შემოუერთდეს ოცისას თუ ნახავს, რომ განაწყენებული კობახიძე მისთვის ავტობუსებით ხალხს არ ეზიდება. ხომ გასაგებია, რომ ამ პოლიტიკურ აქციაზე კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობა არ მივა, ვინც არ უნდა შეაგულიანოს, ხოლო 20-ში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებულ აქციაზე ქართული ოცნების ამომრჩევლებიც მიდიოდნენ და ამიტომაც გახდა საჭირო ალტერნატიული აქციაც, მუქარებიც და ყველა სხვა შეტევა, რომელიც ამ თარიღმა იწვნია.
არა უშავს, როგორც განცხადებაში ვთქვით, არაფერია ცუდი იმაში, თუ ქვეყანაში, რომელშიც 2 ახალი წელია, 2-ჯერ აღვნიშნავთ ევროინტეგრაციის სურვილსაც და ჩვენი მოწვევა (ისევე როგორც 16-ის გაუქმების რჩევა) ზურაბიშვილისადმი ძალაში რჩება. თუ დაფიქრდება, მიხვდება, ასე ჯობია.