logo
ENG



რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაპირისპირება მოხდა - დაჭრილია 3 კაცი

18 ივნ 202223:48
3 წუთის საკითხავი
 

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ისინი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ინციდენტის დროს დაიჭრა 3 კაცი. 

არსებული ინფორმაციით, დაჭრის ფაქტი სავარაუდოდ ცივი იარაღით მოხდა, თუმცა ჯერჯერობიტ უცნობაი რამდენი ადამიანი მონაწილეობდა დაპირისპირებაში. დაჭრილები უკვე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მუშაობენ პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.


close დახურვა