ხვალინდელ აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჯიპას, საქართველოს უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის გარდა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან.
სტუდენტები 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და 20:00 საათზე პარლამენტთან აქციას შეუერთდებიან.
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ვუერთდებით 20 ივნისს 20:00 საათზე დაგეგმილ აქციას! შევიკრიბოთ 20 ივნისს 19:00 საათზე ფილარმონიასთან და მსვლელობით დავიძრათ საქართველოს პარლამენტისკენ!" - ნათქვამია განცხადებაში.
აქცია "შინ ევროპისკენ!" პარლამენტის წინ 20:00 საათზე დაიწყება.