
ეს აქცია არის ნაციონალური მოძრაობის აქცია. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი და ხალხი ყველაფერს ხედავს, ხალხი ყველაფერს ხვდება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან. საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლიდან მოყოლებული ყველაფერი გააკეთა, ყველა წარმატება ევროპის მიმართულებით რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა იმ ხელისუფლების გაკეთებულია, საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას - ეს არის "ქართული ოცნება"