logo
ENG



ორბანი ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინა-მოლდოვას გარდა, საქართველოსაც უნდა მიენიჭოს

20 ივნ 202223:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/20/cksrl3igvcp59yy.jpg

უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ 23-24 ივნისს ევროპული საბჭოს დაგეგმილ სამიტზე კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვას გარდა საქართველოს და ბოსნია-ჰერცეგოვინასაც უნდა მიენიჭოს.

შესაბამისი განცხადება ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს გააკეთა. ხსენებულ ვიდეო კონფერენციაში ბელგიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ლუქსემბურგისა და მალტის პრემიერმინისტრები მონაწილეობდნენ.

17 ივნისს, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინა-მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის - არა.

24 ივნისს ევროპული საბჭო განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.


close დახურვა