logo
ENG



დავითულიანი სამგორის გამგებელზე: საჯარო მოხელე 6 საათამდეა

21 ივნ 202215:10
3 წუთის საკითხავი
clock 662

ქართული ოცნების წევრი ბექა დავითულიანი სამგორის გამგებლის კახა სამხარაძის პოსტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის "საჯარო მოხელე 6საათამდეა".

სამგორის გამგებელმა, კახა სამხარაძემ Facebook გვერზე გამოაქვეყნა ოსტი, სადაც აქციაზე მყოფი ადამიანები "სი*ებად და ქვეყნის მტრებად" მოიხსენია. სამხარაძემ მოგვიანებით პოსტი წაშალა.

დავითულიანის თქმით, ფეისბუქი სამხარაძის პირადი სივრცეა. 

"არ ვიცი, რა გითხრათ, სად ვაფასო კახა რას იტყვის.. არ ვიცი, რა ვიცი. ვკითხავ, რატომ გაუჩნდა ეს აზრი... საჯარო მოხელე არის 6 საათამდე და 6 საათის მერე ხდება ადამიანი, რომელიც სახლში ზის და თავის აზრებს გამოხატავს პირად ფეისბუქ გვერდზე. პირად ფეისბუქ გვერდზე ხანდახან ვდებ მუსიკალურ თრეკებს და ეს ნიშნავს, რომ საჯარო აზრს გამოვხატავ? პირადი სივრცეა"- თქვა დავითულიანმა.


close დახურვა