ეროვნული მუზუმიდან გასულ წელს გათავისუფლებულმა ეკა კიკნაძემ, საიასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მის სახელზე შედგენილი სარჩელი სამეცნიერო კვლევის აკრძალვას ეხება. რუსთაველის ფონდში მოპოვებული გრანტის მიუხედავად კიკნაძეს სამეცნიერო კვლევა ამ დრომდე ეკრძალება. მას ამ დრომდე არც იმ წერილზე მიუღია პასუხი, რომელიც მუზუემის დირექტორატის სახელზე გაგზავნა და კვლევისთვის ფონდებში დაშვება ითხოვა. საიას იურისტი განმარტავს, რომ კანონით დირექტორატს ამის უფლება არ ჰქონდა და შესაბამისად ეკა კიკნაძის უფლებებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში დავას იწყებს.