ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვიტერზე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ ქართველი ოპოზიციონერები ევროპარლამენტარების დარწმუნებას ცდილობდნენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
ფონ კრამონი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ბრატისლავაში ყოფნისას სთხოვა შეხვედრა, თუმცა მისი თქმით ღარიბაშვილისგან პასუხი არ მიუღია.
„მე მას პირადადაც კი ვთხოვე ბრატისლავაში, GLOBSEC-ზე ყოფნისას რომ შემხვედროდა. სამწუხაროდ, არანაირი პასუხი. მე ამას ნამდვილად ვნანობ, მაგრამ სხვა რისი გაკეთება შეგვეძლო?“ - წერს ევროპარლამენტარი.
I have even asked him personally at @GLOBSEC in #bratislava to meet. Unfortunately, no reply. I really regret that. But what else could we do?
დღეს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სალომე სამადაშვილი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ბრიუსელში "კარდაკარ დადიოდნენ" იმისთვის, რომ ევროპარლამენტარები დაერწმუნებინათ, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ.