logo
ENG


ზელენსკი: რუსეთის მიზანია, დონბასის ქალაქები მარიუპოლად აქციოს

23 ივნ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock 181
ზელენსკი: რუსეთის მიზანია, დონბასის ქალაქები მარიუპოლად აქციოს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსი სამხედროები დონბასის აღმოსავლეთ ქალაქებს ისევე ანადგურებენ, როგორც ეს მარიუპოლში გააკეთეს.

"ოკუპანტების მიზანი იგივეა - ნაბიჯ-ნაბიჯ მთელი დონბასის განადგურება. ლისიჩანსკი, სლავიანსკი, კრამატორსკი - ისინი აპირებენ, ყველა ეს ქალაქი მარიუპოლად გადააქციონ, ნანგრევებში დატოვონ", - თქვა ზელენსკიმ.

მან რუსულ არმიას "ეშმაკის არმადა" უწოდა, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ უნდა გაიყვანონ. ზელენსკის თქმით, ამისთვის უკრაინას საბრძოლო ველზე პარიტეტი სჭირდება, რისთვისაც სასწრაფო დახმარების მიწოდებაა საჭირო.


close დახურვა