წნორის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებს სხვა დაწესებულებაში სავარაუდოდ, გადაიყვანენ, მაგრამ მანამდე სახელმწიფო უწყებამ სახალხო დამცველის დასკვნა უნდა გადაამოწმოს. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ხანდაზმულთა უფლებებს ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ გაეცნო, რაც ომბუდსმენმა მიმართა. სახალხო დამცველმა კახეთში, წნორში მდებარე ხანდაზმულთა სახლის მონიტორინგის შედეგად საგანგაშო მდგომარეობა გამოავლინა, დასკვნაში აღწერილია, რომ ხანდაზმულები მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან, სახლის ბენეფიციარებს ღირსების შემლახავ პირობებსა და შიშში აცხოვრებენ.
წნორის ხანდაზმულთა სახლში ბენეფიციარები მძიმე მდგომარეობაში არიან
23 ივნ 202220:22
3 წუთის საკითხავი