logo
ENG



ზრუნვის სააგენტო: წნორის ხანდაზმულთა სახლიდან ბენეფიციარებს სხვა სერვისში გადაიყვანენ

23 ივნ 202221:13
3 წუთის საკითხავი
clock 455
2022/06/23/onzghwaij6zvp32.jpg

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო კახეთში, წნორის ხანდაზმულთა სახლში არსებული მდგომარეობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბენეფიციარებს უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადაიყვანენ.

მათივე ცნობით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომარეობას და ხანდაზმულთა საჭიროებებს.

სახალხო დამცველის ინფორმაციით, კახეთში, წნორის ხანდაზმულთა სახლში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.

ომბუდსმენის ცნობით, სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფი ა(ა)იპ "ხანდაზმულთა სავანე ბეთელს" 17 ივნისს ეწვია, რის შემდეგადაც მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებაში მძიმე ანტისანიტარიაა და ბენეფიციარების ჰიგიენას ყურადღება არ ექცევა.

წნორის ხანდაზმულთა სახლი სათემო ორგანიზაციაა, სადაც 21 ხანდაზმული იმყოფება, მათგან 17 ბენეფიციარის მომსახურებას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აფინანსებს და სახელმწიფო პასუხისმგებელია საცხოვრებლის მონიტორინგსა და სათანადო პირობების უზრუნველყოფაზე.

 


close დახურვა