სულ უფრო აქტიურდება სტუდენტური მოძრაობა, რომელიც ხვალინდელ აქციას შინ ევროპისკენ უერთდება. 15 უნივერსიტეტის სტუდენტებმა დღეს პარლამენტის წინ „სტუდენტების მანიფესტი ევროპული მომავლისთვის“ წაიკითხეს. მანიფესტით სტუდენტები ამბობენ, რომ ირჩევენ ევროპას, ანუ ოლიგარქიისგან თავისუფალ სახელმწიფოს, სიტყვის თავისუფლებას, ევროპულ განათლებას და ანტირუსულ პოლიტიკას.