logo
ENG



მშვენიერაძე: ეროვნული თანხმობის მთავრობაში პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი არ უნდა იყოს

25 ივნ 202210:51
3 წუთის საკითხავი
clock 604
2022/06/25/xacmc61mr27k28g.jpg

კარგად გვესმის, რომ საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით აზრთა სხვადასხვაობა. მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში არსებული გარემო, რომელიც არის ავტორიტარული, არ იძლევა ხალხის ნების შესაბამისად, დღეს მთავრობის შერეული ტიპით დაკომპლექტების საშუალებას. ამიტომაც დღეს ჩვენ გვჭირდება მთავრობა, რომელიც იქნება სწორედ ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელსაც ექნება კონკრეტული ამოცანა. ეს ამოცანა შედგება 12 პუნქტისგან, რომელიც ევროკავშირმა განგვისაზღვრა, როგორც გზა, რომ ჩვენ შევახოთ ევროკავშირი კარი.

ამ მთავრობაში არ უნდა იყოს არც ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. ეს მთავრობა უნდა სარგებლობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით და სწორედ ასეთ მთავრობას, რომელიც არ იქნება ჩაბმული ყოველდღიურ კინკლაობაში, რომელსაც შეეძლება და ექნება კომპეტენცია 12-ვე პუნქტთან დაკავშირებით მოამზადოს კანონპროექტები, გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს პარლამენტს, რომელიც ვალდებული იქნება კენჭი უყაროს მათ ინიციატივებს, თუ კი ჩვენ ევროკავშირის კართან გვინდა მისვლა. სწორედ ასეთ მთავრობას ვუჭერთ მხარს


close დახურვა