logo
ENG



ოსლოს გეი ბარსა და ღამის კლუბთან სროლა იყო - დაიღუპა 2 და დაშავდა 21 ადამიანი

25 ივნ 202211:54
3 წუთის საკითხავი
clock 707

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში ღამის კლუბსა და მიმდებარე ქუჩებზე სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 21 დაშავდა. პოლიცია თავდასხმას ტერორისტულ აქტად განიხილავს.

ადგილობრივი დროით ღამის პირველ საათზე სროლა სამ ადგილას იყო, მათ შორის გეი ბარში. თავდამსხმელი დაკავებულია და მას ორი იარაღი აღმოუჩინეს.

სროლა იყო პოპულარულ გეი ბარში London Pub, ასევე ჯაზ-კლუბ Herr Nilsen-სთან და ერთ-ერთი რესტორნის სიახლოვეს.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თავდასხმის შემდეგ გააუქმებენ ყოველწლიურ ღირსების მარშს, რომელიც შაბათს უნდა გამართულიყო.

ნორვეგიის პრემიერმინისტრი, იონას გარ სტიორემ ამას "საშინელი და ღრმად შემაშფოთებელი თავდასხმა" უწოდა.

"დავინახე, როგორ მოვიდა კაცი ჩანთით, მან აიღო იარაღი და სროლა დაიწყო", - განაცხადა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.


close დახურვა