logo
ENG



ჯონსონი: ოქროს იმპორტის აკრძალვა დარტყმას მიაყენებს რუს ოლიგარქებს და პუტინის ომის მანქანას

26 ივნ 202213:57
3 წუთის საკითხავი
 
ჯონსონი: ოქროს იმპორტის აკრძალვა დარტყმას მიაყენებს რუს ოლიგარქებს და პუტინის ომის მანქანას

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტს კრძალავენ. ამის შესახებ დიდი შვიდეულის სამიტზე განაცხადეს, რომელიც ბავარიაში იმართება.

ეს ნაბიჯი მოსკოვზე სანქციების წნეხის ნაწილია, რომელიც მიზნად უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსების გზების შეწყვეტას ისახავს.

„ზომა, რომელიც ჩვენ დღეს გამოვაცხადეთ პირდაპირ დარტყმას მიაყენებს რუს ოლიგარქებს და პუტინის ომის მანქანას გულში დაარტყამს.

ჩვენ პუტინის რეჟიმს დაფინანსების ნაკადები უნდა შევუწყვიტოთ. დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები სწორედ ამას აკეთებენ“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა.

აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის თქმით, დიდი შვიდეული ოფიციალურ განცხადებას ოქროს იმპორტის აკრძალვაზე სამშაბათს გააკეთებს.

„ეს არის მნიშვნელოვანი ექსპორტები, რუსეთისთვის შემოსავლის მთავარი წყარო მსოფლიო ფინანსურ სისტემასთან საქმის წარმოების კუთხით“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა.

ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით. გასულ წელს რუსეთის ოქროს ექსპორტმა 12.6 მილიარდი გირვანქა სტერლინგი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის მდიდარი მოქალაქეები ყიდულობდნენ ოქროს ზოდებს იმისთვის, რომ დასავლური სანქციების ფინანსური გავლენა შეემცირებინათ.

Reuters-ს წყარომ გერმანიის ხელისუფლებიდან უთხრა, რომ ოქროს იმპორტის აკრძალვის გარდა დიდი შვიდეულის ლიდერებმა ასევე განიხილავენ რუსული ნავთობის იმპორტზე გადასახადის მაქსიმალური ზღვრის დაწესებას.

 

close დახურვა