logo
ENG



ჯონსონი და მაკრონი უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე შეთანხმდნენ

26 ივნ 202216:36
3 წუთის საკითხავი
clock 957
2022/06/26/7f0z48ibmq99oj2.jpg
Reuters

დიდი შვიდეულის სამიტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრის შესახებ ბრიტანეთის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მხარეებმა უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრეს და გამოხატეს მზადყოფნა, რომ უკრაინას გაძლიერებაში დაეხმარონ.

დიდი ბრიტანეთის განცხადებით, ბორის ჯონსონი და ემანუელ მაკრონი შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში კონფლიქტში ახლა გადამწყვეტი მომენტია და ომის მიმართულების შეცვლის შანსი არსებობს.

„პრეზიდენტმა მაკრონმა შეაქო უკრაინისადმი პრემიერმინისტრის მიმდინარე სამხედრო მხარდაჭერა და ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააძლიერებენ ამ საქმეს. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მცდელობა კონფლიქტის მოგვარებისა ამ ეტაპზე მხოლოდ განგრძობად არასტაბილურობას მოიტანს და პუტინს ორივე სუვერენულ ქვეყანაზე და საერთაშორისო ბაზარზე მანიპულაციის გზას გაუხსნის.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ და გაზრდიან დიდ ბრიტანეთი და საფრანგეთი განაგრძობენ მჭიდრო კავშირებს მუშაობას მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით“ - აცხადებს ბრიტანეთის ადმინისტრაცია.

მაკრონის ოფისის თქმით, დიალოგმა კარგად ჩაიარა და ჯონსონმა „ევროპის პოლიტიკურ საზოგადოებასთან“ შეერთების სურვილი გამოხატა.

საზოგადოების ჩამოყალიბების ინიციატივა საფრანგეთის ლიდერმა დააყენა, რათა შეიქმნას გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურა, რომელიც მოიცავს ევროკავშირის ქვეყნებსა და მის არაწევრ ევროპულ სახელმწიფოებს.

 


close დახურვა