მარნეულში 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 დაშავდა. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.