logo
ENG



რუსეთი დეფოლტს არ აღიარებს

27 ივნ 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock 1253

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ "ბრალდებები" რუსეთის ფედერაციის საგარეო ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ "არამართლზომიერია", ვინაიდან შესაბამისი გადახდა უცხოურ ვალუტაში მიმდინარე წლის მაისში განხორციელდა.

"დეფოლტის ეს ბრალდებები აბსოლუტურად გაუმართლებელია, რადგან ჯერ კიდევ მაისში განხორციელდა აუცილებელი გადახდა უცხოურ ვალუტაში და ის ფაქტი, რომ Euroclear-მა დააკავა ეს თანხა, არ მისცა იგი მიმღებს, აღარ არის ჩვენი პრობლემა". - განაცხადა პესკოვმა.

პესკოვმა ასევე თქვა, რომ არ არსებობს საფუძველი არსებული ვითარების დეფოლტად გამოცხადების. კრემლი არ ეთანხმება მომხდარის ამ ინტერპრეტაციას.  

Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთმა საუკუნის განმავლობაში პირველად  თავისი უცხოური ვალუტის სუვერენული ვალის დეფოლტი განიცადა. ეს დასავლური სანქციების კულმინაციაა, რომლებმაც საზღვარგარეთის კრედიტორებისთვის გადახდის გზები დახურა.

კვირას დღის ბოლოს, დაახლოებით 100 მილიონი დოლარის საპროცენტო გადასახდელების საშეღავათო პერიოდი ამოიწურა, რუსეთმა ვერ შეძლო ვალის გადახდა, და ავტომატურად ეს დეფოლტად ჩაითვალა.

 

close დახურვა