logo
ENG



მაშველებმა ფშავში ღვარცოფში მოყოლილი ტურისტის ცხედარი იპოვეს

27 ივნ 202219:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/27/i25dkao0olz3nyw.jpg

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფშავში ღვარცოფში მოყოლილი ტურისტის ცხედარი იპოვეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდინარეში გადავარდნა და გაუჩინარება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული კაცის ადგილსამყოფლის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო.

პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები, რომელთა მიერ, რთული რელიეფის და ადიდებული მდინარის მიუხედავად, მოხდა მდინარე არაგვის წყლის ზედაპირის და სანაპირო ზოლის დათვალიერება", - წერია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში უამინდობამ სხვადასხვა რეგიონში ბევრი პრობლემა შექმნა, დაიტბორა სახლები და ეზოები, რამდენიმე ადგილას ჩამოწვა მეწყერი. 

ამ დრომდე ჩაკეტილია ლარსის საზღვარი.

 


close დახურვა