logo
ENG


როგორ უნდა მიხვიდეთ საგამოცდო ცენტრებამდე

28 ივნ 202212:00
3 წუთის საკითხავი
clock 542
როგორ უნდა მიხვიდეთ საგამოცდო ცენტრებამდე

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება.

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ ვარკეთილიდან. რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ სამგორის ზედა გასასვლელიდან.


close დახურვა