logo
ENG



პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

28 ივნ 202214:05
3 წუთის საკითხავი
clock 1520
2022/06/28/mqcub2ac1uwd8t3.jpeg

თბილისის მერიის ინფორმაციით, თავისუფლების მოედანზე არსებული პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო.

კახა კალაძის თქმით, სკვერი სრულად განახლდება.

"არსებული სივრცე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. გვინდა, სკვერი სრულად განვაახლოთ - ფილები მთლიანად შეიცვლება, ასევე, გამწვანების თარგები შეძლებისდაგვარად გაიზრდება, დაირგვება ხე-მცენარეები, შეიცვლება განათების სისტემა. ეს ძველი, კლასიკური სანათები ძალიან უხდება არსებულ სივრცეს, თუმცა, რეაბილიტაცია და განახლება სჭირდება. ტერიტორია მთლიანად მოწესრიგდება", - თქვა კალაძემ.

მისივე განცხადებით, მომავალ წელს რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია იგეგმება.

"მომავალ წელს დაგეგმილი გვაქვს რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია-განახლება, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით და რადგანაც პუშკინის სკვერი ერთ-ერთი ცენტრალური სივრცეა თავისუფლების მოედანზე, ესეც იქნება ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებული", - განაცხადა მან.


close დახურვა