logo
ENG



პენდაროვკსი: მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს NATO-ს წევრი

29 ივნ 202212:06
3 წუთის საკითხავი
clock 573

ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი ამბობს, რომ ჩრდილოეთ მაკედონია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს NATO-ს წევრი. ეს განცხადება მან მადრიდის სამიტის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან გააკეთა.

პენდაროვსკის თქმით, ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა შეუშალონ ხელი საქართველოს ან სხვა ქვეყნებს, გახდნენ ალიანსის წევრები.

"ათწლეულების განმავლობაში NATO-ს საუკეთესო პოლიტიკა იყო ღია კარის პოლიტიკა, ის არ უნდა შეიცვალოს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას გახდეს NATO-ს წევრი და ასევე მხარს ვუჭერთ აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა წევრების NATO-სთან მიერთებას. ვფიქრობთ, NATO-ს კარი ღია უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სურს ალიანსში შესვლა. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ უნდა შეუშალო ხელი საქართველოს და სხვებს გახდნენ NATO-ს წევრები, ყველა სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა თავად აირჩიოს პოლიტიკა და ალიანსებიც", - ამბობს ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი.


close დახურვა