ფორმულას ექსკლუზიური ინფორმაციით, ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედმა მოსამართლემ მანანა კობახიძემ სუს-ის კრებსებში მოხვედრის გამო პროკურატურაში იჩივლა.
წყარომ პროკურატურიდან ფორმულას მიაწოდა ინფორმაცია, რომ კობახიძე დაზარალებულის სტატუსს ითხოვს. ის პროკურატურაში უკვე გამოიკითხა.
ინფორმაცია მანანა კობახიძემ ფორმულას თავადაც დაუდასტურა და არ გამორიცხა, რომ სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართოს.
"დაკითხული ვარ პროკურატურაში. ჩემი ინიციატივით მივმართე და მოვითხოვე დაზარალებულის სტატუსი", - უთხრა კობახიძემ ფორმულას.
სუს-იდან გამოტანილ ფაილებში მანანა კობახიძისა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის საუბარიც მოხვდა, რომელიც პრეზერვატივების კომპანია აიისას სარჩელს ეხებოდა.
ფორმულას კითხვაზე, შეუძლია თუ არა დაადასტუროს, რომ საუბარი გიორგი ზვიადაძესთან ნამდვილად შედგა, კობახიძე პასუხობს:
"იცით რა არის, მამა გიორგი ზვიადაძესთან მე კონტაქტი მქონია. ამ ადამიანს, ამ პიროვნებას ვიცნობ. აი, ასეთი შინაარსის შემცველი საუბრის რეალობას მე არ ვადასტურებ და ავთენტურობას ამ ტექსტისას მე არ ვადასტურებ.
კომუნიკაციის არსებობის ფაქტმა მე გამიჩინა ეჭვი, რომ შესაძლებელია, ვინმე ამ საუბარს ისმენდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, მე მქონდა ლეგიტიმური ინტერესი, რომ ეს საკითხები გამორკვეულიყო".