logo
ENG



რუსეთში დევნილი ბლოგერი, რომელსაც საქართველოში არ უშვებდნენ, ლიეტუვაში ჩავიდა

29 ივნ 202215:06
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/29/hlndeal7zkc1052.jpg

რუსეთში დევნილი ბლოგერი ინსა ოგუზი, რომელსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი უთხრეს, ლიეტუვაში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია უფლებები საქართველოსთვის ავრცელებს.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასზე ძებნა გამოაცხადა. 

"მას ე.წ. ნეიტრალური ტერიტორიის დატოვების და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 ივნისს მისცა. იმავე დღეს, სამინისტროს წარმომადგენლებმა ინსა ოგუზი დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან თბილისში ჩამოიყვანეს", - განაცხადეს ორგანიზაციაში. ოგუზი ლიეტუვაში 28 ივნისს ჩაფრინდა. 

ინსა ოგუზი რუსეთში დევნილი ბლოგერია. 16 ივნისს ცნობილი გახდა, რომ მას საქართველოში არ უშვებდნენ და დარიალის ხეობის სასაზღვრო პუნქტში მინიმალური კომფორტის გარეშე იმყოფებოდა. 

რუსეთში ბლოგერს ბრალი აქვს წარდგენილი ტერორისტული საქმიანობის მუხლით, თუმცა ბრალდება ეფუძნება მის მიმოწერას სოციალურ ქსელში. ინსა ძირითადად კორუფციულ სქემებს აშუქებდა ქალაქ ნალჩიკში.

იმ დროს, როცა რუსი ბლოგერი კვლავ საზღვარზე რჩებოდა, ლიეტუვის ელჩმა ინსა ოგუზს ლიეტუვაში გამგზავრება შესთავაზა. 


close დახურვა