logo
ENG



ძალადობა შანტაჟისა და ფულის გამოძალვის მიზნით

29 ივნ 202221:07
3 წუთის საკითხავი
clock 396

სასტიკი თავდასხის შემდეგ სოფელში მღელვარებაა - ასაკოვან კაცზე ძალადობის ფაქტის გასაჯაროების შემდეგ ირკვევა, რომ ბრალდებულებს თანასოფლელები გაუსწორდნენ, ითხოვენ დაკავებულების ოჯახების გასახლებას. ორ პირს ათ წლამდე პატიმრობა ემუქრება. დაკავებულებიდან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, მეორე კი პირობითი მსჯავრით იყო გათავისუფლებული. დაზარალებულის ოჯახი ყვება, რომ  ბრალდებულებმა 68 წლის კაცს, ღირსების შემლახავი ვიდეო ფულის გამოძალვის მიზნით გადაუღეს. თავდამსხმელებმა კაცს კახეთში სცემეს, დამამცირებლად და არაადამიანურად მოექცნენ.


close დახურვა