logo
ENG



დიდი ბრიტანეთი საქართველოს რუსული კიბერთავდასხმებისგან დაცვაში £5 მილიონით დაეხმარება

29 ივნ 202222:06
3 წუთის საკითხავი
clock 1511
დიდი ბრიტანეთი საქართველოს რუსული კიბერთავდასხმებისგან დაცვაში £5 მილიონით დაეხმარება

დიდი ბრიტანეთი საქართველოს რუსული კიბერთავდასხმებისგან დაცვაში £5 მილიონით დაეხმარება.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა NATO-ს სამიტზე განაცხადა. მისი განცხადებით, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა გააძლიერებს ქვეყნის თავდაცვას კიბერ თავდასხმების მიმართ. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე წერია, რომ რუსეთი დიდი ხანია, საქართველოს თავისი კიბერ შესაძლებლობების საცდელ ადგილად იყენებს და ეს 2008 წელს დაიწყო, როცა მსოფლიოში პირველი კოორდინირებული კიბერშეტევა განახორციელეს ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის დასასახიჩრებლად

"მაშინ რუსეთი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის უკანონო ანექსიას ახორციელებდა". - მიუთითებს ბრიტანეთის მთავრობა. 

დამატებით გამოყოფილი 5 მილიონი გირვანქა სტერლინგი საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს დაეხმარება ახალი კიბერ უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაში, ასევე იმ კიბერ თავდასხმების იდენტიფიცირებასა და მოგერიებაში, რომლებიც ძირს უთხრის როგორც საქართველოს, ისე ევროპულ უსაფრთხოებას. 

"დიდი ბრიტანეთი პირდაპირ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან კიბერ უსაფრთხოების და შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით". - ნათქვამია განცხადებაში. 

ბორის ჯონსონის განცხადებამდე NATO-ს ლიდერთა სამიტზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა. 

დიდი ბრიტანეთის მთავრობა მიუთითებს, რომ როგორც ღარიბაშვილი, ისე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მადრიდში მოკავშირეთა შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ. 

"როგორც NATO-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორები, ორივე ქვეყნის უსაფრთხოება NATO-ს და მთლიანად ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია.

უკრაინამ და საქართველომ გამოსცადეს რუსეთის სამხედრო აგრესიის საშინელი შედეგები, როგორც კიბერ, ისე პირდაპირი თავდასხმების სახით ბოლო 15 წლის განმავლობაში. 

დიდი ბრიტანეთის ორმხრივი მხარდაჭერა საქართველოს კიბერ უსაფრთხოებისთვის დაემატება NATO-ს მხარდაჭერის პაკეტს, რომელიც თავდაცვაზე ფოკუსირდება და რაზე შეთანხმებაც ლიდერების მიერ მადრიდში მოხდება". - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. 


close დახურვა