logo
ENG



ნარმანია: არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებით, იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი

30 ივნ 202212:53
3 წუთის საკითხავი
 
ნარმანია: არ გვაქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებით, იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი

ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ "საქართველოს არ აქვს ფუფუნება, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე თქვას უარი".

ნარმანიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მიზეზით მოხდება რუსული ენერგიის შეზღუდვა, "ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ ექნება".

"ჩვენ, გარკვეული თვეების განმავლობაში რუსეთიდან ვიღებთ ელექტროენერგიას, იმიტომ რომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან შედარებით, უფრო იაფია. გამომდინარე ჩვენი ტარიფის სტრუქტურიდან, მცირეუნარიანობიდან, ტარიფის ზრდის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არ გვაქვს ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე ვთქვათ უარი, თუმცა თუ რაღაც მიზნით მოხდება მისი შეზღუდვა, ან ემბარგო დადგინდება ან რამე შემაფერხებელი ფაქტორი იქნება, ქვეყანას ენერგეტიკული კრიზისი ნამდვილად არ ექნება, რადგან ალტერნატიული წყაროები ელექტროენერგიის მიღებისა ნამდვილად არსებობს", - ამბობს ნარმანია.


close დახურვა