logo
ENG



ყაველაშვილი: ისედაც ვერ ვითმენდით, ვუთხარით, რომ არ უნდა მქონდეს პარტიული [შეზღუდვა]

30 ივნ 202214:31
3 წუთის საკითხავი
clock 1846
2022/06/30/6k9r95v85j9n199.jpg

ქართული ოცნების უკვე ყოფილმა წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა უცნობის კიდობანში პარტიიდან წამოსვლის მიზეზებზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ არის "პროექტი", რომლის განვითარების შეჩერებისთვის საჭიროდ ჩათვალეს, პარტია დაეტოვებინათ. მისივე თქმით, "ისედაც ვერ ითმენდნენ" და სურდა, რომ პარტიული შეზღუდვა არ ჰქონოდა.

"ეს დისკუსია ჩვენთან, შიგნით მუდმივად იმართებოდა, თუნდაც უნგრეთის საგარეო და ვაჭრობის მინისტრმა პოლიტიკური ანბანი მოიშველია. კითხვარში ჩანდა სამოქალაქო საზოგადოების როლი სად უნდა იყოს, ხელისუფლება სად არის, პოლარიზაცია რას ნიშნავს, რატომ გვაქვს არჩევნები, ვინ უნდა მართოს ქვეყანა და ა.შ. ამას ყველაფერს ასე უხეშად, მახინჯად გვაწოდებენ და ამ რეალობაში გვიწევს ეს ყველაფერი. ეს ინფორმაციები, რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა. დაახლოებით, 2 თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ ეს კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის, რა, რომ ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდით ჩავერთეთ უკრაინის ომში. გახსოვთ პრემიერის განცხადებები, გამოსვლები, ზელენსკის ჩართვა - მთელი ეს პროცესი. ლაპარაკობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პირდაპირი მოწოდება, ჯერ პარლამენტის წევრის, ვიღაც გონჩარენკოს პირდაპირ მოწოდება ქილიკით, ხომ არ არის დრო რომ გაისეირნოთ. მერე რაღაც თითქოს ნამუსზე აგდება, ქართველებს ომი, ამ სიტუაციის ჩვენთან აგორება.

მოკლედ, ეს არის პროექტი, რომელიც არ არის ერთჯერადი და ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ გამოყოფა ამ თვალსაზრისით, რომ ეს პროცესი უფრო მეტად არ განვითარდეს. ამაში იყო უფრო მეტად აზრთა სხვადასხვაობა, რომ ისედაც ვერ ვითმენდით, პირდაპირ ვუთხარით, რომ არ უნდა მქონდეს მე პარტიული ან რაღაცა [შეზღუდვა]. შენ მიდიხარ, ევროპარლამენტარს ესაუბრები, პრემიერი მიდის, დღესაც და გუშინ შეხვედრები ჰქონდა და ვიღაცამ არ უნდა უთხრას, რომ თქვენი პარტიის წევრი ამას რატომ საუბრობს ან კიდევ რაღაც მითითება, რომ არ მივცეთ საბაბი ადამიანებს სცენარის განვითარებისთვის, რომელიც ჩვენს თვალწინ დღეს ვითარდება", - თქვა ყაველაშვილმა.

სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ქართული ოცნების ფრაქცია, პარტია და საპარლამენტო თანამდებობები 28 ივნისს დატოვეს. 29 ივნისს მათ ანტიდასავლური თეორია გამოაქვეყნეს და დაწერეს, რომ "კანდიდატის თემა იყო ერთგვარი "სათაგური", რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას თავი შეაყოფინეს". 

17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოსთვის კი - არა. 

კომისიის რეკომენდაციაა, საქართველოს მიეცეს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა, რაც ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა.  

23 ივნისის ევროპულმა საბჭომ გაიზიარა კომისიის რეკომენდაციები, შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა. 


close დახურვა