ავიაკომპანია Wizz Air 1-ლი აგვისტოდან ქუთაისის აეროპორტში მეორე ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და პირდაპირ რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით განაახლებს.
ტალინის მიმართულებით ფრენები 1-ლი აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით ხოლო, პარიზის მიმართულებით - 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება.
გარდა ამისა, ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონას, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.